რეზონანსი
24.08.2018

 (რეზონანსი) რაჭაში ორი დღის წინ მომხდარი ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი ორი დღის განმავლობაში ქუთაისში, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს დაეჯახა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×