რეზონანსი
24.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდება, სადაც კანცლერი გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა.

მერკელმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამხედროებთან სამასხსოვრო ფოტო გადაიღეს. სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ ნატოს სამხედრო სწავლებაში - „ღირსეული პარტნიორი 2018".

ანგელა მერკელი ხელისუფლების პირველ პირებს თბილისის აეროპორტში დაემშვიდობა და მის თანმხლებ პირებთან ერთად გაემგზავრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×