რეზონანსი
24.08.2018

 (რეზონანსი) ჰიბრიდული ომის წარმოება არის რუსული გეგმები და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, სადაც რუსეთის მოსახლეობის პრაქტიკულად, დაზომბირება, არასწორად წაყვანა ხდება, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი სტუდენტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსულ „რბილ ძალას".

„ქართული გადმოსახედიდან ცოტა რთულია ამაზე საუბარი. რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ჰიბრიდული ომის წარმოება ეს არის რუსული გეგმები და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, სადაც რუსეთის მოსახლეობის პრაქტიკულად, დაზომბირება, არასწორად წაყვანა ხდება. გერმანიაშიც ვრცელდება ცრუ და არასწორი ინფორმაცია. საუკეთესო საშუალება არის ადგილობრივად მიდგომა, რა თქმა უნდა, ამას უარყოფითი მხარეც აქვს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს საინფორმაციო მონოპოლია, არამედ გერმანიაში არის მედია თავისუფალი და მრავალმხრივი. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის ფაქტები, ფაქტებზე ყურადღების გამახვილება, გამეორება და ხაზგასმა იმისა, რა არის მცდარი", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×