რეზონანსი
23.08.2018

პურის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ფინანსთა მინისტრის ბრძანებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება ავტოსატრანსპორტო საშულებებით იკრძალება და ნებადართული ხდება მხოლოდ გემებისა და რკინიგზის მეშვეობით. გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის. გამონაკლის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ნებართვით იმპორტი, შესაძლოა, სხვა ტრანსპორტის მეშვეობითაც განხორციელდეს. 

მალხაზ დოლიძე bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტის შეზღუდვა პროდუქციის ფასზე იქონიებს გავლენას. 

„შეიძლებოდა ამის გამოცემა? ჩემთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. 300-მდე მცირე მეწარმეა, რომელსაც სატვირთო ავტომობილებით შემოაქვს ქვეყანაში ხორბალი. ეს ასტაბილურებდა ბაზარს. გადაწყვეტილება მხოლოდ მსხვილ ბიზნესს აწყობს, რომელიც მსხვილ ფასსაც ადებს პროდუქციას“, - ამბობს მალხაზ დოლიძე და აღნიშნავს, რომ ამ გზით სწორედ მსხვილი ბიზნესისა და რკინიგზის ლობირება მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×