თამარ შუკვანი
23.08.2018

 "ხელისუფლება ამბობს, რომ საქმე კეთდება, უბრალოდ ვერ პიარდება... მთავრობის პრესსამსახურში ახლა 2-ჯერ მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე 2012-ში. მთავრობის პრესსამსახურის ანაზღაურება 2012 წლის შემდეგ თითქმის გაათმაგდა.

„რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის სარეკლამო ხარჯებს, 2017 წლებში მთავრობამ რეკლამაში 6-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე 2012-ში. „გაკეთებული საქმე" გადამეტებულად პიარდება," - ნათქვამია „ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში.

ბრალდების საპაუხოდ მთავრობის პრესამსახურის წარმომადგენელმა "რეზონანს" განუცხადა:  „პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში ვმუშაობთ იმდენი ადამიანი, რამდენიც მუშაობს ბოლო რამდენიმე წელია უკვე", ხოლო დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური წერილის საფუძველზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×