რეზონანსი
23.08.2018

 პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენებს მხარდაჭერას სთხოვს. როგორც ის ამბობს, ბიზნესმენებს დახმარებისთვის იმიტომ მიმართავს, რომ ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება და “პირველ რიგში, საქართველოში არსებული ბიზნესის”.

“პირველი დამფინანსებელი, მინდა გითხრათ, მე ვარ, ჩემი პირადი დანაზოგიდან. გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, ნებისმიერი... და ახლა მინდა მივმართო, ჩემი მეგობარი ბიზნესმენები ვინც არიან. ყველას მინდა მივმართო, რომ მე უნდა მივიღო მათგან მხარდაჭერა  იმიტომ, რომ მე უნდა ვიყო ყველას პრეზიდენტი და პირველ რიგში საქართველოში არსებული ბიზნესის,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×