რეზონანსი
23.08.2018

 თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა განიხილება სხვა ვერსიებიც. 

მამაკაცის ცხედარი გუშინ საღამოს აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×