რეზონანსი
21.08.2018

 (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მესამედ დაიბარეს.

მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.

„ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ. იმიტომ რომ, არის ხოლმე, როცა დაკითხვაზე ვარ ერთ კითხვას მისვამენ 30-ჯერ. იმ მოდულში შესვლა ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას, იმიტომ რომ მე ვიცი იქ ვინ სხედან. იქ სხედან ჩემი შვილის მკვლელები", - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განცახდებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გამოძიების ფარგლებში კითხავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×