რეზონანსი
20.08.2018

 დღეიდან ავტომობილების დალომბარდება აიკრძალა. ეკონომისტთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, რადგან ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემაა და ავტომობილების დალომბარდების აკრძალვა ბიზნესზე საერთოდ არ იმოქმედებს უარყოფითად.

"ეკონომისტი ოთარ ანგურიძე აღნიშნულ ცვლილებას დადებათ აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილება სალომბარდე სერვიის უფრო გააუმჯობესებს.

მსგავსი შეზღუდვები, რაც ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ემსახურება ქვეყანაში, ეს ქვეყნის როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ აქამდე ლომბარდი მხოლოდ ავტომობილებზე მუშაობდა, უკვე მოიწევს გადაიარაღება და გამსხვილება. ეს კი სერვისს უფრო გააუმჯობესებს და წაადგება ბიზნეს საქმიანობას”, – აცხადებს ანგურიძე.

ეკონომიკის დოქტორის, ვახტანგ ჭარაიას აზრით კი, ავტომობილების დალომბარდების აკრძალვა მცდარი გადაწყვეტილებაა.

"ეროვნული ბანკის ეს აკრძალვა, ავტოლომბარდებთან მიმართებით არის მცდარი. გამოდის რომ ეროვნულმა ბანკმა უკეთესად იცის, თუ როგორ მართოს ვიღაცები საკუთრება, ვიდრე ინდივიდებმა და მოქალაქეებმა. ეს კი თავისთავად, საფუძელშივე არასწორი გადაწყვეტილებაა”, – აცხადებს ჭარაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×