რეზონანსი
20.08.2018

 (რეზონანსი) საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე აბასთუმანში ოჯახთან ერთად ისვენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ივანიშვილი კურორტზე ყოფნისას იქ არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. როგორც სასტუმრო ,,აბასთუმნის" ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა.

„შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია - არა, ეს - არა, ის - არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები... ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი", - აცხადებს გენადი ენდელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×