რეზონანსი
19.08.2018

 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურისმოსახლეობა აცხადებს, რომ გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა ყურძნის მოსავალი გაუნადგურა. ისინი ხელისუფლებას დახმარებას და გადარჩენილი ყურძნის ჩაბარებას სთხოვენ. მოსახლეობამ თელავი-ახმეტის საავტომობილო გზისგადაკეტვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში ,ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. სტიქიამ ასევე დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი. თელავში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დასარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×