რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) იტალიაში, გენუაში წმინდა ლავრენტის კათედრალურ ტაძარში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდი იმართება. დაღუპულთაგან 18 დღეს დაკრძალავენ.

სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად გენუაში ჩავიდნენ: იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერები, პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და ვიცე-პრემიერები მატეო სალვინი და ლუიჯი დი მაიო, ასევე უცხოელი დიპლომატები.

იტალიაში დღეს ეროვნული გლოვის დღე არის გამოცხადებული.

ბოლო მონაცემებით, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა.

14 აგვისტოს გენუას მახლობლად საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა, ინციდენტის დროს ხიდზე 30-მდე ავტომობილი იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×