რეზონანსი
18.08.2018

 (რეზონანსი) სოფელ წყავროკაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქობულეთი - ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს.

პროტესტის მიზეზი თხილის მოსავალია. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ აზიური ფაროსანას გასანადგურებლად, ეფექტური ზომები ვერ მიიღო, ამიტომ სახელმწიფოსგან კომპენსაციასა და ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თხილის ცუდი მოსავლის გამო, აგროსესხების დაფარვას ვერ ახერხებენ.

პროტესტს ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში ისინი აქციებს გააგრძელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×