(რეზონანსი) ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი გრიგოლ გეგელია, ქართველი მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებულ ფოტოს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყევლას საქმეა თუ რას ჩაიცვამენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფედერაცის წევრები.
„მოჭიდავეები მაიკას ჩაიცვამენ თუ არა არავის საქმე არ არის, რახან რუსია და რუსების წარმომადგენელია, მტერია უკვე?" გეგეშიძე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. შემზარავი ომიდან ათი წლის თავზე რუსეთის დროშის ფერებში მაისურს იცვამენ, საშინელ ამორალურ და ანტი-სამოქალაქო შეცდომას უშვებენ და ნაცვლად იმისა უბრალოდ ბოდიში მოიხადონ, კიდევ რაებს როშავენ!
„ამხელა სხეულში ასე პატარა ტვინი გედოს, იშვიათია. „მეგობრობით" კიდევ რამდენი რამ პრავდება? თოფურია „მეგობრულად" ცეკვავს რუსის ჯარის უნიფორმაში, ბრეგაძე „მეგობრულად" მღერის კრემლის ელიტებთან, კვიციანმა აგერ „მეგობრულად" მისცა ჩვენებები რუსებს. შედეგად კი შეგვარცხვინეს და შეგვჭამეს ამ თავიანთი „მეგობრობებით". მეორეც, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფედერაცის წევრები რას ჩაიცვამენ საჯარო ფოტოზე, დიახაც ჩვენი ყველას საქმეა! კერძო დროში კი, დაე, პუტინის ფოტოიანი ტრუსებით უვლიათ, ვის ცალია ნეტა ამათთვის"- წერს გეგელია.