(რეზონანსი) შსს-მ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე", დაახლოებით, 5,5 მილიონი ლარია.
უფრო კონკრეტულად: 4 კილო და 126 გრამი ჰეროინი, 2 კილო და 446 გრამი კოკაინი, 2033 აბი „სუბუტექსი", „პრეგაბალინის" შემცველი 13 929 კაფსულა, „კოდეინის" შემცველი 2080 აბი, 1047 აბი „მდმა", 1154 გრამი „მორფინი", 74 გრამი „მეტადონი", ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.