რეზონანსი
18.08.2018

 კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური თავისი უახლოესი მეგობრის, მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის, იგივე ზუზუს შესახებ წერს:

"ზუზიკ, ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე,  წელი გამიშეშდა და სიცხე მომცა. ვზივარ გაშეშებული წელით და ყველა მომენტის აღდგენას ვცდილობ 16 წლიდან მოყოლებული!

მაინც რა სულელი ხარ, ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე, მივხვდი, დაღლილი იყავი, მეგობარო. სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოს-თქო…

ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი, უგულო, შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა, შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო!

მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო, რაც გულით გინდოდა, სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის ციხეში ჩასმის ბრალი იყო… არაფერი გჭირდა ჩვენი დასახმარებელი, აქეთ დაგვეხმარებოდი, ამის საშუალება რომ მოეცათ.

მაპატიე ,,ბოლო გზა” და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ… შენ ეს ყველაზე კარგად იცი! მე შენ ცოცხალი მემახსოვრები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×