რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) სასტუმრო „ველმონდი", ყოფილი „ლეოგრანდი" რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა.

ყოფილი „ლეოგრანდიდან" ტურისტების გადაყვანის პროცედურებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული. როგორც უწყებაში განაცხადეს, ტურისტები ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში არიან მოთავსებული და უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაისურაძემ განაცხადა, სასტუროში ვიდრე სახნძრო უსაფრთოების ნომრები არ მოწესრიგდება, სასტუმრო ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს.

გასული წლის 24 ნოემბერს ყოფილ „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 20-მდე პირი დაშავდა. დაღუპულთაგან 10 ქართველი ერთი კი ირანის მოქალაქე იყო.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×