(რეზონანსი) ფეისბუქის გვერდი „ჩემი სამყარო ხარ" მამა პეტრე კოლხის სიტყვებს აქვეყნებს, რომელიც დღეს გარდაცვლილ მსახიობის ზუზუ ბეჟაშვილის მისამართით გააკეთა:
„ზუზუ ცოცხალი რომ იყოს, ამას არასდროს გავაკეთებდი, ახლა რა აზრი აქვს?! კი, ძალიან დიდი აზრი აქვს, რადგან ჩვენ გარშემო უამრავი ზუზუა. მომავალში მაინც რომ არ დავუშვათ იგივე შეცდომა, ამისთვის ვაკეთებთ. თუ ადამიანს ძალიან უჭირს, თხოვნის და ვედრების გარეშეც შეიძლება ხელი გავუწოდოთ. აუცილებელია მიწაზე იფორთხოს და ისე შეგვეხვეწოს პური მაჭამეო?! ვინც ყველაზე მეტს ხუმრობს და სიცილით კვდება, მას ყველაზე მეტად უჭირს. ეკრანზე და წვეულებებზე გამოჩენა არ ნიშნავს აწყობილ ფსიქიკას და ცხოვრებას.
თვითმკვლელობა სოციუმიდან მოდის. მასში ყველა ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას. ახლა ღვარეთ ნიანგის ცრემლები. არ იცოდით, რომ ზუზუს ღიმილის უკან პიროვნული ტრაგიზმიც იმალებოდა?! მას ადამიანური ნუგეში სჭირდებოდა ყველაზე მეტად. გულგრილობამ მიიყვანა აქამდე. მაშინ ვუშველე, მაგრამ საბოლოოდ ვეღარ შველა ვეღარ შევძელით".