რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) ჭიდაობის ფედერაციასთან მოძრაობა „ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია" აქციას მართავს. მოძრაობის წევრები ფედერაციის შენობასთან ცოტა ხნის წინშეიკრიბნენ.

მათ ტრანსფარანტები მიიტანეს წარწერით - რუსეთი ოკუპანტია. ასევე იმ გმირების ფოტოები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეწირნენ.

პროტესტის მიზეზი ქართველი მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებული ფოტოებია.

სოციალურ ქსელში ქართველი მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯამბულატ თედეევია გამოსახული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×