რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) რამდენიმე საათის წინ ჩოხატაურში, გოგოლეს უბანში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

აღნიშნულ სახლში გასულ წელს, სასტუმრო „ველმონდში" ყოფილ „ლეოგრანდში" დაღუპული გიორგი მორთულაძის მშობლები და და ცხოვრობდნენ.

ხანძრისას სახლში არავინ არ იმყოფებოდა, ცეცხლი მეზობელმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა. თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გასული წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ჩოხატაურელი 21 წლის გიორგი მორთულაძე, ლომელიც ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×