რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იგი მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

„მგონია, რომ ჩვენ არჩევანს როდესაც გავაკეთებთ, ალბათ ბევრი სხვადასხვა ფაქტორით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია დამოუკიდებლობა, სალომე ზურაბიშვილს ვინც იცნობს კარგად და ერთ-ერთი მე ვარ ვინც მას კარგად იცნობს, ამიტომ აბსოლუტური დარწმუნებით ვამბობ, ის დიახაც არის დამოუკიდებელი კანდიდატი. მისი ხასიათი და მისი თვისებები სწორედაც, რომ დამოუკიდებლობის ხაზგასმაა, და ნაკლებად თუ დაიჯერებს ვინმე, რომ ის შეიძლება ვინმეს ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.

„მე პირადად ჯერჯერობით ვისაც ვხედავ ამ პროცესში, მგონია, რომ მას ყველაზე მეტი შანსი აქვს და პირადად მე მას დავუჭერდი მხარ", - განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის" ეთერში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×