(რეზონანსი) ცნობილი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი, რომელიც ამჯერად რუსეთში იხდის სასჯელს, რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.
მიდის საუბარი იმაზე, რომ ტარიელ ონოანი შესაძლოა, საერთოდ გააძევონ ქვეყნიდან. განკარგულებას ხელი, ონიანის „ქვეყანაში ყოფნის არასასურველობაზე", თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა კოლოკოლცევმა მოაწერა. მინისტრის ქვეშევრდომები სპეციალურად შეხვდნენ ონიანს და მოლაპარაკებები გამართეს.
ტარიელ ონიანი დღეს, ყველაზე საშიშ და მკაცრ კოლონიაში (სახელად „შავი დელფინი") იხდის სასჯელს, სადაც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეები სხედან.
ქართველი კრიმინალი საკმაოდ მშვიდად შეხვდა რუსული მხარის ინიციატივას და უფრო მეტიც, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია სპეციალურად მოწყობილი ვიდეოგადაღებისთვის. ამასთან მან სრულიად მშვიდად მოაწერა ხელი უწყებას, რომელიც სპეციალურად მიიღო და თან დაიტოვა აპელაციის უფლება.
როგორც წყარო წერს, თავის დროზე, ტარიელ ონიანს თავად ქურდული სამყაროს ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა "დედ ჰასანის" და "იაპონჩიკას" გამოუტანეს განაჩენი და მას მოკვლით ემუქრებოდნენ.