რეზონანსი
17.08.2018

 (რეზოანნსი) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის ანგარიშშის მხიედვით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს.

ანგარიშის მიხედვით, საგამოძიებო სამსახურს დამტკიცებული ბიუჯეტით 1 620 000 ლარის პრემია უნდა გაეცა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სტაჟის მიხედვით დანამატს, სამსახურს 1 165 335 ლარი აქვს გაცემული, როცა ბიუჯეტით აღნიშნული თანხა დამტკიცებული არ არის, ისევე, როგორც ხელფასზე დანამატი, რომელიც გასულ წელს სამსახურმა 3 253 349 ლარის ოდენობით გასცა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 3 253 349 ლარის ოდენობის ხელფასზე დანამატი შესაბამისი დასაბუთების გარეშეა გაცემული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×