რეზონანსი
17.08.2018

 (რეზონანსი) „შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი, მმართველი გუნდის წევრების კრიტიკას პასუხობს და საკუთარ განცხადებას, სადაც თქვა, რომ უფლებამოსილების გათვალისწინებით პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფის ნულოვან სართულზე უნდა იჯდეს, კიდევ ერთხელ განმარტავს. განცხადებას უსუფაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს.

„გუშინ მთელი დღე უამრავი ადამიანი გაოგნებული მეკითხებოდა, როგორ მივაყენე ოცნების ლიდერებს ამხელა ადამიანურ-პოლიტიკურ-ინსტიტუციური ტკივილი კონსტიტუციური ფაქტების კონსტანტაციით?! „გადავახვიე" და მივხვდი - მე მათი „ბიძინური გრძნობების შეურაცხყოფა" ჩამიდენია. ვაი, ბიძინას და ვუი, ქვეყანას მათ ხელში, მაგრამ, მაინც ყველას მალე გვეშველება!,"- წერს უსუფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×