(რეზონანსი) გუშინ მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობის მეგობარი ნინი დედალამაზიშვილი თქმით, ბეჟავილის ბოლო სატელეფონო ზარი სწორედ მასთან ჰქონდა განხორციელებული. ინფორმაციას „პრაიმ თაიმი" ავრცელებს.
„საერთოდ ვერ ვხდები რა მოხდა. ბათუმიდან მოვდივარ ახლა. ბოლოს მე დამირეკა, ჩვეულებრივი ზარი იყო, მოკითხვის დონეზე. არაფერი შემიმჩნევია. როდის ჩამოდიხარო, მკითხა. ასეთი ზარები ყოველდღიური იყო ჩვენს შორის. ბათუმში ვიყავი და ხშირად მკითხულობდა. ახლა რასაც ვუყურებ, რაც ხდება სოციალურ ქსეელში, ეს სიყვარული თავის დროზე რომ ენახა, დარწმუნებული ვარ დეპრესიის მსგავსიც არ ექნებოდა არასდროს. ძალიან მძიმედ იყო ბოლოს, მარტოსული იყო, ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. ერთი ზარიც კი საკმარისი იყო რომ კარგად ყოფილიყო. მეტს არაფერს ითოვდა, სიყვარული უნდოდა მხოლოდ", - ამბობს დედალამაზიშვილი.
მისი თქმით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზზე არაფერი იცის, თუმცა ამბობს, რომ მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
„წარმოდგენა არ მაქვს, არაფერი ვიცი. გუშინ დამირეკა ვერიკო ტურაშვილმა ღამე და ასე გავიგე ეს ამბავი. მე რომ ველაპარაკე ზუზუს, სიმთვრალეც ვერ შევატყვე. ფხიზელი იყო. ბოლოს თავისი მობილური აღარ ჰქონდა, დედამისის, ქალბატონი ციალას ტელეფონით გვეკონტაქტებოდა ყველას.
„ისე ცუდად იყო, მე გულის ვერსიასაც არ გამოვრიცხავ. არ ამბობდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. უბრალოდ ხასიათი ჰქონდა ისეთი, თავის ყველაზე დიდ ტრაგედიებსაც კი იუმორით ჰყვებოდა. გული მეგლიჯება, რომ აღარ არის. ჯერ შოკში ვარ", - აცხადებს მსახიობის მეგობარი.