
ე.წ საბანკო შავი სია ჩემთვის მიუღებელია, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მამუკა ბახტაძემ "უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით" გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.
"რაც შეეხება შავ სიას, რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, იგივეს განვაცხადებ დღეს, რომ ეს გახლდათ სრულიად მიუღებელი. ჩვენი მოქალაქეები, ეს გახლავთ თითქმის 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია განახორციელოს ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური აქტივობა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ამ შემთვევაში გახლავთ ბარიერი, რაც მიუღებელია, ამ პრობლემას სჭირდება გადაჭრა. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, უკვე შემოდგომაზე ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გვექნება", - აღნიშნა პრემიერმა.