რეზონანსი
17.08.2018

ზუზუ ბეჟაშვილის მეგობარი, მომღერალი გიორგი პაპკიაური ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:

მახსოვს როგორ განიცდიდა, რომ თავის საყვარელ საქმეს ვერ აკეთებდა,უბრალოდ არ ეძლეოდა შანსი ეკეთებინა ის რაც უყვარდა.

ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ხელოვნებას სიდუხჭირე ჭამს! ქვეყანაში სადაც მსახიობები,მომღერლები,მხატვრები, პოეტები ასე ქრებიან ერთ წამში, სიდუხჭირესა და მარტოობაში!ეს დიდი ტრაგედიაა!

მთავრობა უქმნის (ხელოვან) ადამიანებს ისეთ პირობებს რომ ან თავს იკლავენ ან დარდი კლავთ!

მარტო ამ ქვეყანაში გვყავს დამლაგებელი მწერლები,მიმტანი მომღერლები და გენიოსები, რომლებიც სულაც ვერ აღიქვეს გენიოსებად!

კრიტიკა,ჩხუბი,ომი,შური,ბოღმა და დაუფასებლობა უბრალოდ კლავს ხელოვანს!

ვერ გაგიფრთხილდნენ ერთ უნიჭიერეს,გულწრფელ და სიკეთე ადამიანს

არა უშავს, დაიდგან გვირგვინები!

ჩვენ კი შევხვდებით ერთ დღეს და ვიღიღინებთ როგორც მაშინ,იმ მშვიდ საღამოს!“ - წერს გიორგი პაპკიაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×