რეზონანსი
17.08.2018

 სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფოტო რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატთან, ჯამბულატ თადეევთან ერთად გადაიღეს, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე ეხმაურება.

გიორგი იანტბელიძე აცხადებს, რომ თადეევის გამოსახულებით მაისურის ჩაცმა საქართველოს ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სთხოვეს. მისივე თქმით, ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, რის გამოც ბოდიშს იხდის.

„ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას – ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე.

თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო", - აღნიშნავს იანტბელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×