რეზონანსი
17.08.2018

 მამაკაცი რომელიც რუსთავში, მინდორში ცხოვრობს, საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა ისევ უკან, მინდორში დააბრუნეს. "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ცნობის, შემდეგ 52 წლის მამაკაცს, რომელიც მძიმე პირობებში ცხოვრობს, დამ და მეგობრებმა მიაკითხეს. მათ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს და მამაკაცი "ქართული ფოლადის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"იყო მძიმე მდგომარეობაში, ჰემაგლობინი იყო დაბალი, სისხლის გადასხმის შემდეგ ჰემაგლობინი დასტაბილურდა, მაგრამ ავადმყოფს, სამწუხაროდ, არავინ არ უვლის და არ არის გამორიცხული, რომ პაციენტი იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამჯერად გაწერილია", - აღნიშნა საავადმყოფოს ექიმმა სოსო დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×