რეზონანსი
16.08.2018

 ბიზნესმენი თემურ ჭყონია თქმით, წყლების ჩამოსხმა მას შემდეგ დაიწყება, რაც მუხრანში “კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის მშენებლობა დასრულდება.  ქარხნის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება, ხოლო თბილისიდან დანადგარების გადატანას კი 4-5 თვე დასჭირდება და სრული დატვირთვით ქარხანა მომავალი წლის აპრილის ბოლოს ამუშავდება. 

“მას შემდეგ, რაც მუხრანში სამშენებელო სამუშაობი დასრულდება, დავიწყებთ წყლის ჩამოსხმას და მივაწვდით იმ ქვეყნებს, კონკრეტულად კი ქარხნებს, სადაც „კოკა-კოლას“ თავის წარმომადგენლობა აქვს; ეს იქნება „კოკა-კოლას“ ბრენდის ქვეშ ჩამოსხმული წყალი. ჩვენ არ შევდივართ დისტრიბუციაში, ჩვენ უბრალოდ მივაწვდით იმ ქვეყნებს, სადაც „კოკა-კოლას“ თავისი წარმომადგენელობა აქვს”, - განუცხადა "ბიემს" ჭყონიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×