რეზონანსი
16.08.2018

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილი 37 ლარიდან 44 ლარამდე გაძვირდა. ამასთან, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 70 თეთრიდან 80,5 თეთრამდე გაიზრდება. იმის გამო, რომ პურის წარმოებაში ფქვილთან ერთად ენერგომატარებლების წილიც საკმაოდ მაღალია, გამორიცხული არ არის, რომ მალე ფასმა პურზეც მოიმატოს.

მსხვილ მწარმოებლებს იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება პური, ამ ეტაპზე უჭირთ. თუმცა მცირე ზომის საცხობებში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში პურზე ფასი შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს.

„ფქვილი 30%-ით გაძვირდა, ახლა გაზიც ძვირდება, რაც ცხადია პურის თვითღირებულებას გაზრდის. თუმცა ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი თეთრით გაძვირდება ბაზარზე პური, დღეს ცოტა რთულია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×