რეზონანსი
16.08.2018

 რუსთავში, მეგობრობის გამზირზე იუსტიციის სახლისა და ტექნიკის მაღაზია ,,მეტრო-მარტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. გზის საფარის ჩანგრევის შედეგად თითქმის 1 მეტრის სიგანის ორმო წარმოიქმნა. 

წინასწარი ინფორმაციით, გზის ჩანგრევის მიზეზი მიწისქვეშ სასმელი წყლის მილის დაზიანება გახდა. "სავარაუდოდ შეიძლება იყოს ფარული სახის დაზიანება მიმდინარეობს მოკვლევა და მოკლე პერიოდში გავარკვევთ რატომ მოხდა გზის სავალი ნაწილის დაზიანება. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია ზუსტი მიზეზი", - განაცხადა კომპანია "რუსთავის წყლის" დირექტორის მოადგილემ თემურ ჯანელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×