რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) როცა პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ უნდა გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი კულტურის დესპანი უნდა იყოს.

„ჩვენი კულტურა ბევრად მეტია და ვაპირებ, როცა პრეზიდენტი თავის უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი და კარგად გავაგებინოთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სრული უფლება გვაქვს, ვიყოთ ევროპის სრულყოფილი წევრი. ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რასაც კულტურის გარეშე ვერ მივაღწევთ, ეს ყველას გასაკეთებელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×