რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) იტალიაში ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ნანგრევებში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი იყოს კიდევ მოყოლილი, - ამის შესახებ გენუას პროკურორმა ფრანჩესკო კოციმ განაცხადა.

„20-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ისინი სავარაუდოდ, ხიდის ნანგრევებში არიან", - განაცხადა მან.

იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 38 ადამიანს შეადგენს.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, აქედან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×