შოთიკო ვართუმაშვილს ორი წლის წინ, გზად ფეხით მოსიარულეს, მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც მიიღო სხეულის მძიმე ტრამვა და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო თვეების განმავლობაში... შოთიკოს დიაგნოზი: მრავლობითი ტრავმები, ინტრაცერებრული ჰემატომა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ბოქვენის სიმფიზიტის ტრავმული დაზიანება... ახლა უკვე კომის შემდგომი პერიოდი აქვს, თავის ტვინის ქერქი დაზიანებულია. გაკეთებულია ძვლოვანი პლასტიკა და თავში ჩადგმული აქვს შუნტი, რომელიც ხშირად ზიანდება და საჭიროებს გამოცვლას. იკვებება ზონდის საშუალებით და დადებული აქვს ბრონქოსტომა. სჭირდება 24-აათიანი სპეციალიზირებული მედდის მოვლა... ეს ყველაფერი საჭირობს საკმაოდ დიდ ხარჯებს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. რამდენიმე თვის წინ მათი სახლი ხანძარმა იმსხვერპლა და დაზიანებულ სახლში უწევთ ცხოვრება საწოლს მიჯაჭვულ შოთიკოს, მის ძმას _ 19 წლის დათოს და მათ ბებიას, რომელიც ბიჭების ერთადერთი პატრონია, მამა 9 წლის წინ გარდაეცვალათ სიმსივნით, დედა კი შშმ პირია, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა თავისთან წაიყვანეს, დაობლებულ პატარებს ტვირთად რომ არ დაწოლოდა... მას თავის ტვინთან და მეხსიერებასთან დაკავშირევული პრობლემები აქვს, არც კი იცის რომ შოთიკო ამ მდგომარეობაშია და უფრო მეტიც... მას ნელნელა ავიწყდება რომ მეორე შვილიც ჰყავს... მათ ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ მოუხსნეს სოც დახმარება და დარჩათ მხოლოდ პენსია - 180 ლარი, რომელიც ორი დღის სკმარიც არაა ექთნის მომსახურეობის და მედიკამენტებისთვის, საჭმელს სოფლის მოსახლეობა აწვდის და დროდადრო ეხმარებიან გაუბედურებულ ოჯახს...
ვართუმაშვილების დასახმარებლად თანხა გროვდება ფონდში " დედის ხელები"
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფონდის ადმინისტრაციას.
ჩვენი რეკვიზიტები:
1. საქართველოს ბანკი:
GE51BG0000000668714400
2.თიბისი ბანკი:
GE64TB7015436080100015
3.ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001
საიდენტიფიკაციო კოდი:
406179987
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან:
0 901 701 225
ჩარიცხვა შეგიძლიათ საქართველოს ბანკსა და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ქველმოქმედებაში მოძებნეთ "დედის ხელები"
გადარიცხვა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ბარათით ჩვენი საიტიდან
http://mothershandscare.com
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ შოთიკო