პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებასა და ბიზნესწრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანიდატი, რომელიც ყველაზე მდიდარ ქართველ ქალთა რეიტინგშიც მოხვდა.
2018 წლის 17 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ზურაბიშვილი ფლობს 126,33 კვ/მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და 235 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთს თბილისში, რომლის ღირებულება 160 000 ამერიკული დოლარია.
პრეზიდენტოპის კანდიდატის სახელზეა 60 კვადრატული ბინა პარიზში, რომლის ღირებულება 150 000 ევროა.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი "ჰიუნდაი", რომელიც 2016 წელს 17 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.
სალომე ზურაბიშვილის საკუთრებაშია „საქართველოს ბანკის“ 35 და „თელიანის“ 1 212 აქცია, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
პრეზიდენტოპის კანდიდატის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ირიცხება 50 000 ამერიკული დოლარი, 3 000 ლარი და 7 400 ევრო.
პარლამენტში სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ზურაბიშვილმა 57 645 ლარი გამოიმუშავა.