რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) შემთხვევა მოსკოვში მოხდა - მეუღლეების ჩხუბის შემდეგ ცოლმა ბინა დატოვა და თავის სახლში წავიდა. მეორე დღეს მშობლებთან ერთად დაბრუნდა ბინაში, რათა საკუთარი ნივთები წაეღო.

როგორც რუსული მედია იტყობინება, მეუღლეებს შორის ჩხუბი ისევ განახლდა, რაშიც გოგოს მშობლები ჩაერთვნენ. გაღიზიანებულმა სიძემ იარაღი აიღო და სიდედრსა და სიმამრს ესროლა, შემდეგ კი სახლიდან გაიქცა.

მიყენებული ჭრილობა ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

რაც შეეხება სიძეს, მან უბედური შემთხვევიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×