რეზონანსი
16.08.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების დრო დადგა.

„მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი. მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან", - განაცხადა სერგეი შამბამ.

სერგეი შამბამ ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ აღიარება ყველა საკითხის გადაჭრაა".

„დიდი რუსეთი პატარა აფხაზეთისთვის მთელი სამყაროა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად გადავჭრათ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები, ვინაიდან რუსეთი გვთავაზობს არა მხოლოდ თავის ბაზრებს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც. ამ თვალსაზრისით რუსეთი ჩვენთვის მთელი სამყაროა", - აღნიშნა სერგეი შამბამ რადიოსადგურ „Эхо Москвы"- სთან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×