რეზონანსი
16.08.2018

 მას შემდეგ, რაც ამერიკასა და თურქეთს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ქვეყანა ანტიამერიკულმა ისტერიამ მოიცვა. ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების შემდეგ თურქებმა ჯერ დოლარების დაწვა დაიწყეს, რომლის ამსახველი ვიდეო გუშინ გავცელდა, ახლა კი ამერიკული ვალუტით ცხვირს იხოცავენ.

სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ იხოცავენ დოლარით ცხვირს თურქეთის მოქალაქეები.

პარალელურად ქვეყანაში "თურქულმა ავიახაზებმა" ამერიკული პროდუქციისა და მომსახურების რეკლამაზე უარი განაცხადეს.

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. პრეზიდენტი ორმხრივი ვაჭრობისას, დოლარის მაგივრად, ნაციონალური ვალუტის გამოყენებას აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×