რეზონანსი
16.08.2018

 სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია. იგი, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, ექსპერტს რამდენიმე დღეში მიმართავს.

„ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი. როგორც ამტკიცებენ ქალიშვილობას, ისე დავამტკიცებთ, რომ იგი ვაჟიშვილია. დღეს შევხვდი საპატიმროში და მან მითხრა, რომ მას სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია. შესაბამისად, არანაირ გაუპატიურება არ ყოფილა. ერთ-ერთი ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა კობაურის სპერმა. კობაურს აქვს პოზიცია, ჩატარდეს ექსპერტიზა, არის თუ არა ვაჟიშვილი და ამბობს, რომ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა მისი სპერმა გარდაცვლილის სხეულში. ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება“, – განაცხადა კობაიძემ.

ცნობისათვის, სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ხადასხეობაში მოკლული ლორა სმითი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×