ჟურნალისტი ხათუნა ნოზაძე დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესი ზომის გამოყენებას, თავის დაწვას აპირებსპრობლემა ბანკში არსებულ კრედიტს უკავშირდება:
"გაგიკვირდებათ და მეტყვით, მაშინ ხომ კარგი იყო კრედიტს რომ გაძლევდა ბანკიო. კი ბატონო, გამიხარდა ძალიან, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ბინა რომ ვიყიდე დოლარი იყო 1.75-ზე და ახლა? გამიჩერონ პროცენტი, უკვე გადახდილი მაქვს 24 000 აშშ დოლარი და იკმარეთ ან დამიწიეთ პროცენტი, ისე რომ შევძლო გადახდა! ნანა ფიფია არ გეგონოთ მე, საცოდავი ლტოლვილი ქალი თავი რომ დაიწყვა და მიიფარცხა ეს საქმე! ნუ გამომიყვანთ წყობილებიდან და დროულად გადახედეთ ჩემს საკრედიტო ისტორიას, თორემ „საქართველოს ბანკის“ წინ დავიწყებ შიმშილობას და ძალინ ბევრს ჩემნაირ ადამიანს მოვიყვან მანდ!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ცხვრად ყოფნას სიკვდილი მირჩევნია!
მე ვებრძოდი ბოლომდე მიშას რეჟიმს… ძალიან ბევრი რამე გადავიტანე, ვარ 90-იანელი, მოვესწარი 9 აპრილს და ძმათა სისიხლისმღვრელ ომს, თბილისის ომს და კიდევ რამდენ რამეს! თქვენი იმედი იმედი მაქვს ყველასი! არ უნდა შერჩეთ ამ გაქსუებულ ბანკირებს ქართველი ხალხის ყვლეფა-ძარცვა… ვიმეორებ, დასაკარგი არაფერი მაქვს, ჰოდა მოდით აზრზე და ჭკუით იყავით და ნუ მაიძულებთ უცებ მაია წყნეთელად მოგევლინოთ!!!
მე არ ვხუმრობ და ვინც მიცნობს იცის, რომ რასაც ვიტყვი იმას გავაკეთებ! ცუდ დღეში ვარ! შეხვედრა მინდა "საქართველოს ბანკის" თავებთან, ვინც არის გილაური და ძმანი მისნი! ნუ დამაწვევინებთ საკუთარ თავს ამ ბინაში და ნუ დააზარალებთ უდანაშაულო ადამიანებს!"– წერს ხათუნა ნოზაძე.