რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) „ჩვენ სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით, შევძელით, რომ პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება", - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება. მურღულია ამბობს, რომ გრიფის მინიჭების მოთხოვნით, უწყებაში 112 განაცხადი შევიდა, საიდანაც გრიფირება წარმატებით ამ ეტაპზე 64-მა გაიარა.

„პროცესი გრძელდება და კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მივიღებთ. შერჩევის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდა - რეცენზირება და გრიფირების კომისიის შეფასება. წინა სახელმძღვანელოებთან შედარებით, ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×