რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) ტრაბზონში, ავარიისას დაშავებული საქართველოს სამი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.

დაზარებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მესამე დაშავებული, კი რომელსაც გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, პალატაში გადაიყვანეს.

მომხდარი ავტოავარიის წუთებს დაზარალებული ვენერა ოსტიაშვილი იხსენებს. გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ავარიის მიზეზი შესაძლოა მძღოლის ტელეფონზე საუბარი გამხდარიყო, დაშავებული უარყოფს.

„ბოლოში ვიჯექი სულ, ყველაზე ბოლოს. უცებ, რომ მოუხვია და თან გადაბრუნდა. მძღოლს არც ტელეფონი ეჭირა ხელში, არაფერი," - აღნიშნა დაზარალებულმა ვენერა ოსტიაშვილმა.

ავარია ტრაპიზონში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქართველოს სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსით თურქეთში 21 ადამიანი მიდიოდა.

ავარიის შესაძლო მიზეზებზე ორი ინფორმაცია გავრცელდა. ერთი მათგანის მიხედვით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, ხოლო მეორეს მიხედვით ის ტელეფონით საუბრობდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×