რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია.

ადვოკატი ამბობა, რომ აქედან გამომდინარე მალხაზ კობაურს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი. ის აცხადებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია. შესაბამისად, არანაირ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. ერთ-ერთი ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა კობაურის სპერმა. კობაურს აქვს პოზიცია, ჩატარდეს ექსპერტიზა, არის თუ არა ვაჟიშვილი და ამბობს, რომ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა მისი სპერმა გარდაცვლილის სხეულში. ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება", - განაცხადა კობაიძემ „ინტერპრესნიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×