რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხდა, რომ ის თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, ავლაბრის რეზიდენციას დატოვებს იმ შემთვევაში თუ პარლამენტი თბილისში გადმოვა.

„ვარ იმავე პოზიციაზე სადაც ვიყავი 2012 წელს და ვამბობ, რომ გამარჯვების შემთვევაში, დიახაც მე შევალ ავლაბრის სასახლეში. ავლაბრის სასახლიდან მექნება მოლაპარაკებები და დავარწმუნებ, პირველ რიგში მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრის, რომ საჯარო დაწესებულებების განლაგების სფეროში, ჩვენ ნომერი პირველი პრობლემა გვაქვს, პარლამენტის ქუთაისში არსებობა.

„პრეზიდენტი მტკვრის გაღმა იჯდება თუ გამოღმა მას შეუძლია იპრეზიდენტოს. მე გამოვალ ავლაბრის სასახლიდან არა იმიტომ, რომ ასე ვინმეს უნდა. მე გამოვალ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გადმოვა თბილისში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ფიგურა პრეზიდენტად, კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩამჯდარი ფიგურა პრეზიდენტად. შენობები თუ არის ილუზიების შემცვლელი, მაშინ იქნებ ამ ხალხმა ბატონ ივანიშვილს, თხოვონ, რომ საერთო საცხოვრებელში გადაბრძანდეს" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×