რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფელში ბუნებრივი გაზის შეყვანასა და ფაროსანასგან მიყენებული ზარალის გამო, ხელისუფლებისგან კომპენსაციებს ითხოვს.

აქციის მონაწილეებს, ცენტრალური გზის გადაკეტვის მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

„ფაროსანა მაგი, დაგვაფსო და დაგვღუპა. გზა იმიტომ გააკეთა ხეები, რომ ათრიოს, თუ არა ამასაც არ იზამდა"-

„ნაციონალების დროს ყურადღებას გაჭირვებულებს მაინც აქცევდნენ. ახლა ამ კაცმა დაგვღუპა, დაგვაფსო და მთლად დაგვაქცია"

„ისეთი ამბავია, შიმშილით მოვკვდებით. მთავრობამ თუ არ მოგვხედა და კომპენსაციები არ გადაგვიხადა, ზამთარს ვერ გადავიტანთ"

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებიან. ეს ხვარბეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორე აქციაა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი პროტესტის უფრო მკაცრს ფორმებს მიმართავენ და მანამ არ გაჩერდებიან, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×