რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია, მოსკოვში დაგეგმილი ივენთის გაუქმებას ეხმაურება. მისი თქმით, კლუბის რეზიდენტებს არაერთხელ დაუკრავთ რუსეთში, მათ შორის მოსკოვშიც.

გეთია ასევე აღნიშნავს, რომ მათ „სერიოზული ხარვეზი" ჰქონდათ და ვერ გათვალეს, რომ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია ომის 10 წლისთავზე დაიდებოდა.

„ბასიანის არტისტებს (ისევე როგორც სხვა ქართველ dj-ებს) წლების მანძილზე არაერთხელ აქვთ დაკრული რუსეთში, შესაბამისად მოსკოვშიც. ეხლა ამ სფეროში არსებულ ჰონორარებზე არაფერს დავწერ. ასევე, იმასაც გეტყვით, რომ არც კლუბს და არც ლეიბლს შემოსავალი (გარდა ამ ჰონორარების 15%-ის) არცერთი შოუქეისიდან არ აქვს, იქნება ეს ბელგრადი, შტუდგარტი, ოსლო, მეხიკო, სანქტ-პეტერბურგი თუ მოსკოვი. ამაზე საუბარი რომ მიწევს უხერხულია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა აქვს, ვინაიდან ბევრმა უბრალოდ არ იცის რომ ეს ძალიან სპეციფიკური სფეროა და ბევრიც ვერც რესტორანისგან ანსხვავებს.

"რატომ მივდიოდით? იმიტომ, რომ ეს სცენა რადიკალურად განსხვავებულია ტიპიური შოუ-ბიზნესისგან, მასთან დაკავშირებული ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო საერთო ღირებულებები აერთიანებთ ვიდრე საზღვრები. ეს კონკრეტული ხალხიც გვერდში გვედგა თუნდაც მაისის მოვლენების დროს და მათ გაცილებით მძიმე პრობლემები აქვთ ამ კუთხით საკუთარ ქვეყანაში.

„ეს ჩვენი სერიოზული ხარვეზია თუმცა ყველა ადამიანები ვართ, როდესაც აპრილში ეს ბუქინგი მოხდა ვერ ავწონეთ, რომ 15 სექტემბრის ფესტივალი შეიძლება ზუსტად ომის 10 წლისთავის მიდამოებში დადებულიყო და შესაბამისად კომუნიკაციაც არ მოხდა ჩვენი მხრიდან ორგანიზატორებთან. „, - წერს გეთია სოციალურ ქსელში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×