რეზონანსი
15.08.2018

 ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეში კვლავ კერძო ადვოკატები ჩაერთვნენ. ერთ-ერთი მათგანი, ვასილ მამულაშვილი აცადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის არც საგამოძიებო მოქმედებებში და არც საექსპერტო კვლევაში  FBI ჩართული არ არის.

ადვოკატის მტკიცებით, კობაურმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მუქარისა და ძალადობის შედეგად მისცა. რაც შეეხება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც,  ლორა სმიტი მალხაზ კობაურის მიერაა გაუპატიურებული, ამას არც ბრალდებული და არც მისი ადვოკატი ადასტურებს.

"ეს ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია. აღნიშნული ინფორმაცია გამომძიებელმა უარყო. FBI არც საგამძიებო მოქმედებებში და არც საექსპერტო კვლევებში არ მონაწილეობს", - განუცხადა "ჯიეიჩენს" მამულაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×