რეზონანსი
15.08.2018

 სამი კვირის წინ ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის გზატკეცილის მე-15 კილომეტრზე დაზარალებულ მოსახლეობას დროებით თავშესაფარს ატოვებინებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა მიიღო.

სასტუმრო, სადაც უკვე მესამე კვირაა, იმყოფებიან, დღეს დილიდან უნდა დატოვონ და სახლებს დაუბრუნდნენ. სასტუმროში ოთხი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

გარდაბნის მერის მტკიცებით, დაზარალებულებს მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება უკვე გაეწიათ.

დაზარალებულების თქმით, წვიმის შედეგად დაზიანებულ სახლებში ამ ეტაპზე ცხოვრება შეუძლებელია, რადგან არ აქვთ დენი და წყალი. ეზო და სახლის პირველი სართული კი ისევ შლამით და ტალახით არის სავსე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×