რეზონანსი
14.08.2018

 საქართველოს ეკონომიკისა მინისტრს გიორგი ქობულიას ერთი მრჩეველი ჰყავს. მინისტრმა მისი წინამორბედების - გიორგი გახარიას და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანიშნული მრჩეველი მრჩევლად დაიტოვა და ახალი არავინ აუყვანია. 

ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჟან ფრედერიკ პოლსენი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველია, როგორც საერთაშორისო საკითხებში, ასევე, სამინისტროს რიგ სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით. 

პოლსენი ეკონომიკის მინისტრის უფროს მრჩევლად გიორგი გახარიამ 2017 წლის ოქტომბერში დანიშნა. მოგვიანებით მას პოსტი დიმიტრი ქუმსიშვილმაც შეუნარჩუნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×